Jump to content
Planeta.Ge

კაია კალასი - ომი რუსეთმა დაიწყო და ამის ფასი უნდა გადაიხადოს - უკრაინა მიიღებს 3 მილიარდ ევროს გაყინული რუსული აქტივებიდან


დღეს უკრაინა მიიღებს 3 მილიარდ ევროს ჩვენი სესხიდან, რომელიც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული თანხებით დაიფარება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ომი რუსეთმა დაიწყო და ამიტომ ამის ფასი მან უნდა გადაიხადოს.

„ეს დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას და გაათავისუფლებს უკრაინის ფულს თავდაცვისთვის“, - წერს კაია კალასი.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...