ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის
ბიძინა ივანიშვილი ომის დამნაშავე პუტინის, "ჩინეთის კომუნისტური პარტიისა" და თეირანის რეჟიმის მარიონეტია, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის“.
უილსონის განცხადებით, ის ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს მისი დიქტატურის სასარგებლოდ.
“ძალიან მიხარია აქ თქვენთან ერთად ყოფნა. მიხარია აქ საქართველოს ლეგიტიმურ ქალბატონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ყოფნა და მიხარია აქ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერებთან ერთად ყოფნა. ქალბატონი ლეგიტიმური პრეზიდენტისადმი მესიჯი მაქვს და ეს ამერიკული ტერმინია მისი შთამაგონებელი გამოსვლისთვის - “ამინ”. რამდენად შთამაგონებელი და რამდენად ცხადია მისი გამოსვლა…
ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს “მზადებაში მყოფნი” დიქტატორია, ომის დამნაშავე პუტინის, "ჩინეთის კომუნისტური პარტიისა" და თეირანის რეჟიმის მარიონეტია. ის იმისთვის იბრძვის, რათა საქართველო “დამპყრობლების ღერძის” გავლენაში მოახდინოს.
მარიონეტი პრემიერ-მინისტრი თეირანში მკვლელ რეჟიმთან შესახვედრად იყო ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას, ისევე როგორც ელჩი ნიკი ჰეილის მკვლელობას, რომელიც ასევე იყო მსხვერპლთა სიაში.
ვიცით, რომ ამ რეჟიმმა დიდი ღრმაწყლოვანი პორტის გეგმა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიას" მისცა, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შეთავაზებების წინააღმდეგ. ის [ივანიშვილი] ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს მისი დიქტატურის სასარგებლოდ, რომელიც იარაღის უზენაესობით ნარჩუნდება, ნაცვლად დემოკრატიისა კანონის უზენაესობით“, - განაცხადა უილსონმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.