უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს
რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა და რამდენიმე ადგილზე ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები ქალაქის ელექტროსადგურში და ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, დაღუპულია ორი სამოქალაქო პირი, სამი კი დაშავებულია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.