Jump to content
Planeta.Ge

ქალები პოლიტიკაში - საქართველო ევროპის დიდი ოჯახის წევრი უნდა იყოს, იქამდე კი არის ბრძოლა, რომლის მიზანი ახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებაა


ნატო დარბაიძე და სოფიო ხორგუანი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ. ხშირად, რთულია მსგავსი განსხვავებების მქონე პარტიებს ბევრი საერთო ჰქონდეთ, თუმცა ამ შემთხვევაში, ორივე მათგანის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ საქართველო ევროპის დიდი ოჯახის წევრი უნდა იყოს, იქამდე კი არის ბრძოლა, რომლის მიზანი ახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებაა.

ნატო დარბაიძე „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, სოფიო ხორგუანი კი „გახარია საქართველოსთვის“ პარტიას.

ქალები პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებში ხშირად არ გვხვდებიან. ამჟამად, პოლიტიკა და ზოგადად, მოქალაქეების სამსახურში ყოფნა ბევრი დაბრკოლებებით და მუდმივი ბრძოლით არის დატვირთული.

ჩვენი მომდევნო ეპიზოდის სტუმრები საკუთარ თავზე, ბავშვობაზე, მიზნებზე და ოცნებებზე გვიყვებიან, რომელიც მათი ქალაქისა და ქვეყნისთვის სურთ.

 

 
 
 
თემო ინასარიძე

 

 
მსგავსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...