Jump to content
Planeta.Ge

ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე, აქცია „საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართა


ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე, აქცია „საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.

აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

შესაბამისი ფოტოები ჯგუფ "დაიტოვეში" გავრცელდა.

ცნობისთვის, მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...