Jump to content
Planeta.Ge

ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები - თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოვუწოდებთ, საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები მოითხოვონ და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი


თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოვუწოდებთ, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოითხოვონ და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები ავრცელებენ.

განცხადებაში, ასევე, მოწოდებაა ერთიანი სანქციებისკენ.

“ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოვუწოდებთ, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოითხოვონ და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. ასევე, მოვუწოდებთ ერთიანი პოლიტიკისკენ, რომ არავითარი მაღალი დონის შეხვედრები არ უნდა შედგეს თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის მანამდე, სანამ ის ახალ, სათანადო მონიტორინგის მქონე და სათანადოდ ჩატარებულ არჩევნებს არ დათანხმდება.

დამატებით, ჩვენ ერთიანი სანქციებისკენ მოვუწოდებთ, ივანიშვილის რეჟიმის, “ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს.

ივანიშვილის პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ლეგიტიმური შეშფოთებების იგნორირება აირჩია, ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო შეკრიბა, ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სისასტიკით უპასუხეს ასობით ათასი დემონსტრანტის ღამის პროტესტებს. ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს, ჩვენ მათ გვერდში უნდა დავუდგეთ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ხელმომწერია ჯამში 43 პირი:

ჯო უილსონი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე), სტივ კოენი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ერთ-ერთი ლიდერი), რიჩარდ ჰადსონი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი), მარკ უიზი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი), მიჰალ შჩერბა (ევროპარლამენტარი), ირმა კალნინა (ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ეერიკ-ნიილეს კროსი (ესტონეთის პარლამენტის წევრი, PACE-ში ALDE-ის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი), მიხაილ როთი (გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ტომ ტუგენჰატი (დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი), მარკო მიჰკელსონი (ესტონეთის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), რადოსლავ ფოგელი (პოლონეთის სეიმის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), გუსტაფ გოთბერგი (შვედეთის პარლამენტის წევრი), ურმას რეინსალუ (ესტონეთის პარლამენტის წევრი), ლია ქუარტაპელე (იტალიის დეპუპატთა პალატის წევრი), რასა იუკნევიჩიენე (ევროპარლამენტარი, საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), რიჰარდს კოლსი (ევროპარლამენტარი), მაიკლ გალერი (ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო საქმეების კოორდინატორი), ოლექსანდრ მერეჟკო (უკრაინის უმაღლესი რადას წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ჰელმუტ ბრანდსტატერი (ევროპარლამენტარი), დანიუს ჟალიმასი (ევროპარლამენტარი), პაველ ფიშერი (ჩეხეთის სენატის წევრი, საგარეო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე), სებასტიან ტინკინენი (ევროპარლამენტარი), მიჰალ ვავრიკიევიჩი (ევროპარლამენტარი), ნატალი ლუაზო (ევროპარლამენტარი), აგნიეშკა პომასკა (პოლონეთის სეიმის წევრი), ფილიპო სენსი (იტალიის სენატის წევრი), რენიე ვან ლანშოტი (ევროპარლამენტარი), ულრიჰ ლეჰტე (გერმანიის ბუნდესტაგის წევრი), ბერნარდ გეტა (ევროპარლამენტარი). ხელმომწერებს შორის ასევე არიან 13 ყოფილი დიპლომატი და მაღალჩინოსანი: გაბრიელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), დევიდ კრამერი (ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი), იან კელი (საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი), ვიოლა ფონ კრამონი (გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი წევრი), რენდი შონემანი (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-თავმჯდომარე, ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის მრჩეველი), გერალდ კნაუსი (ევროპული სტაბილურობის ინიციატივა), კენეთ იალოვიცი (საქართველოსა და ბელარუსში აშშ-ის ყოფილი ელჩი), ბენ ჰოჯესი (ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური), ლაურა თორნტონი (გლობალური გემოკრატიის პროგრამებისა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოში NDI-ის ყოფილი დირექტორი), ეველინ ფარკასი (მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ყოფილი თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე), ჰანა ჰოპკო (უკრაინის გამარჯვების საერთაშორისო ცენტრი, უმაღლესი რადას საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე), ალექსანდრა ჰოლ ჰოლი (საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი) და გერი შმიტი (თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი წარმომადგენელი).

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...