Jump to content
Planeta.Ge

„მოითხოვეთ არჩევნები საქართველოში" - 43 დასავლელი პოლიტიკოსისა და მკვლევრის განცხადება


ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ავრცელებს 43 დასავლელი პოლიტიკოსის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც გაჟღერებულია მოწოდება მთავრობების მიმართ, არ აღიარონ „ქართული ოცნების” მთავრობა, დააწესონ ერთიანი სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ, ასევე, უარი განაცხადონ შეხვედრებზე მანამ, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები.

„ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკის განმსაზღვრელები სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი.

მოვუწოდებთ არსებობდეს ერთიანი პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც არანაირი მაღალი რანგის შეხვედრა არ გაიმართება თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და არალეგიტიმურ რეჟიმს შორის, სანამ ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგის ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს.

დამატებით, მოვუწოდებთ ერთიან სანქციებს ივანიშვილის რეჟიმის და „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების, ასევე, პროპაგანდისტების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას და სუვერენიტეტს.

ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პარტიამ აირჩია ოპოზიციის და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმური შეშფოთებების უგულებელყოფა ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, დასვა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. ამასთან, ათიათასობით დემონსტრანტების მიერ ყოველდღიურ პროტესტს მათ სასტიკად უპასუხეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ჯო უილსონი, კონგრესის წევრი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე;
  • რიჩარდ ჰადსონი, კონგრესის წევრი, ჰელსინკის კომისიის წევრი;
  • მიხალ შჩერბა, ევროპარლამენტის წევრი;
  • ერიკ-ნილს კროსი, ესტონეთის პარლამენტის წევრი, PACE-ის ALDE ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი;
  • რ.თ. ჰონ. ტომ ტუგენდჰატი, პარლამენტის წევრი;
  • რადოსლავ ფოგელი, პოლონეთის სეიმის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ურმას რეინსალუ, ესტონეთის პარლამენტის წევრი;
  • სტივ კოენი, კონგრესის წევრი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი;
  • მარკ ვისეი, კონგრესის წევრი, ჰელსინკის კომისიის წევრი;
  • ირმა კალნინა, ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  • მიხაილ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • გუსტაფ გოთბერგი, შვედეთის პარლამენტის წევრი;
  • ლია კვარტაპელე, იტალიის დეპუტატთა პალატის წევრი;
  • ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიტვის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  • მიხაელ გალერი, ევროპარლამენტის წევრი, ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა კოორდინატორი;
  • ჰელმუტ ბრანდშტეტერი, ევროპარლამენტის წევრი;
  • პაველ ფიშერი, ჩეხეთის სენატის წევრი, საგარეო ურთიერთობათა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მიხალ ვავრიკიევიჩი, ევროპარლამენტის წევრი;
  • აგნიეშკა პომასკა, პოლონეთის სეიმის წევრი;
  • რაინიერ ვან ლანსხოტი, ევროპარლამენტის წევრი;
  • რასა იუკნევიჩენე, ევროპარლამენტის წევრი, საქართველოს საკითხების მუდმივი რეპორტიორი;
  • რიხარდ კოლსი, ევროპარლამენტის წევრი;
  • ოლექსანდრ მერეჟკო, უკრაინის უმაღლესი რადას წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • დანიუს ჟალიმასი, ევროპარლამენტის წევრი;
  • სებასტიან ტინკკინენი, ევროპარლამენტის წევრი;
  • ნათალი ლუაზო, ევროპარლამენტის წევრი;
  • ფილიპო სენსი, იტალიის სენატის წევრი;
  • ულრიხ ლეხტე, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი;
  • ბერნარდ გეტა, ევროპარლამენტის წევრი;
  • გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
  • იან კელი, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი;
  • რენდი შიუნემანი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-თავმჯდომარე და ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის მრჩეველი;
  • კენეთ იალოვიცი, საქართველოში და ბელარუსში აშშ-ის ყოფილი ელჩი;
  • ლორა თორნტონი, დემოკრატიის გლობალური პროგრამების დირექტორი, მაკკეინის ინსტიტუტი, და საქართველოში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი;
  • ჰანა ჰოპკო, უკრაინული გამარჯვების საერთაშორისო ცენტრი, უმაღლესი რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე;
  • დევიდ ჯ. კრამერი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ვიოლა ფონ კრამონი, გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი წევრი;
  • ჯერალდ კნაუსი, ევროპის სტაბილურობის ინიციატივა;
  • ბენ ჰოჯესი, (გადამდგარი) გენერალი, აშშ-ის არმიის ევროპის ყოფილი სარდალი;
  • ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და თავდაცვის ყოფილი მოადგილე;
  • ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი;
  • გარი ჯ. შმიტი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი.

    publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...