Jump to content
Planeta.Ge

ენტონი ბლინკენი - იენს სტოლტენბერგთან საუბრისას დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიერ ე.წ ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ ტყუილს უწოდებს.

„დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ „პროვოკაციას“ გეგმავს და „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს. კიევში ამბობენ, რომ ე.წ. ბინძური ბომბის აფეთქებას შესაძლოა, რუსეთი გეგმავს და სურს, ეს უკრაინას დააბრალოს.

 

 


ავტორი - თამთა რუხაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...