„იფიცება საქართველო!“ - 15 იანვარს 15 საათზე გამაფრთხილებელი გაფიცვაა დაანონსებული
„იფიცება საქართველო!“ – 15 იანვარს 15 საათზე 3 საათის განმავლობაში გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა.
Facebook-ში ჯგუფიც შეიქმნა, სადაც კონსულტაციის მიღების მიზნით მოქალაქეებს დაკავშირება შეუძლიათ.
„დროებით დაკეტეთ თქვანი სამსახურის კარი და განათავსეთ გამაფრთხულებელი ნიშანი – გაფიცვა.
რატომ უნდა გაიფიცო?
გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის პირობებში: გაჩერებული ეკონომიკა, დაკეტილი ბიზნესი, სიღარიბე და უმუშავრობა.
შენ შგიძლია დააჩქარო არსებული კრიზისის დასრულება. დაითანხმო ხელისუფლება გაათავისუფლოს უდანაშაულოდ დაკავეული 51 აქტივისტი და დანიშნოს ახალი არჩევნები.
როგორც გავიფიცოთ?
დაელაპარაკე შენს თანამშრომლებს, როლებიც იზიარებენ გაფიცვის მოთხოვნებს, დაგეგმეთ გაფიცვა და შეატყობინეთ მენეჯერს ამის შესახებ. თუ მენეჯმენტიდან წინააღმდეგობას შეხვდებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. შეგიძლიათ თქვენი მომხმარებლები წინასწარ გააფრთხილოთ დაგეგმილი გაფიცვის შესახებ. ამ მიზნით შეგიძლიათ თქვენი დასაქმების ადგილზე გააკრათ გამაფრთხილებელი წარწერა“,- აღწერილია ჯგუფში „იფიცება საქართველო.“
უკვე 41-დღეა რაც რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. ამ დღეების განმავლობაში გაიმართა არაერთი პროფესიული ჯგუფის საპროტესო მარში.
საპროტესტო აქციების ორი მთავარი მოთოვნაა,- ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტეტსო აქციების დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.