Jump to content
Planeta.Ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - 20 იანვარიც მოდის და არაფერიც არ შეიცვლება - მერე იტყვიან, რომ დონალდ ტრამპიც „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ ქვეშ მოექცა


უნდა ითქვას, რომ „გავრილოვის ღამეს“, ერთი მხრივ, ლეგიტიმური პროტესტი იყო და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაც ფიქსირდებოდა, თუმცა ეს არ იყო სისტემური ძალადობის შემთხვევა. [რაც შეეხება მერაბიშვილს], 2007 წელს სააკაშვილი ეშმაკურად გადადგა და ხელახალი მანდატი მიიღო. ამ შემთხვევაში პოლიტიკურმა პროცესმა ვითარება განმუხტა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას და მმართველი გუნდის შეფასებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ ფავორიტი პერსონები არიან.

რაც შეეხება „ქართული ოცების“ ხელისუფლების პირველი პირების, მათ შორის შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის დასანქცირებას, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, "მაგნიცკის სია", რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა მოხვდა, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს, ხელისუფლება კი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს განზრახ ცდილობს.

„მაგნიცკის სია“, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა არის შეყვანილი, დამაზიანებელია. მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ევროინტეგრაცია არ ანაღვლებს და ამ პროცესის საბოტაჟი ხდება. მეორეს მხრივ, არც ის შეზღუდვები უნდათ, რომლებიც მათ და მათი ოჯახის წევრებს ეკისრებათ. არასასიამოვნოა, რომ „ფაქტობრივი მმართველი“, რომელიც დიდი გამარჯვებებითა და დემოკრატიული ახალი ტალღის დაპირებებით მოვიდა 2012 წელს ხელისუფლებაში, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებული გახდა“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ასევე, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც „გლობალური ომის პარტიის“ მიზნებსა და „დიფ სთეითის“ „მეტასტაზებზეა“ საუბარი, ცქიტიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ „გლობალური ომის პარტიის“ თეორიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი „ტყვეობაში“ აიყვანა.

„ისინი მითოლოგიურ პროცესში გვაცხოვრებენ. ეს არის საბჭოთა სპეცსამსახურების მეთოდოლოგია, „ქართულმა ოცნებამ“ ომის განახლების საფრთხე საიდანაც მოდიოდა, მას მეგობარი დაარქვა და ისინი, ვინც 2008 წელს უზრუნველყო, რომ კიდევ უფრო დიდი არ ყოფილიყო ოკუპაცია და ანექსია, „გლობალური ომის პარტიის“ მიერ მანიპულირებად ჯგუფებად მოიხსენია. ხელისუფლების ამ რამდენიმეწლიანმა კამპანიამ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი „ტყვეობაში“ აიყვანა.

„ქართული ოცნების“ გამაერთიანებელი მატერიალური კეთილდღეობაა და ეს სანქციებიც მათ კეთილდღეობას ურტყამს. კარგი იქნებოდა ამ სანქციების შემდეგ დაეკორექტირებინათ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა. 20 იანვარიც მოდის და არაფერიც არ შეიცვლება და მერე იტყვიან, რომ დონალდ ტრამპიც „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ ქვეშ მოექცა“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პოლიტიკოსი, ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერებაზე საუბრობს.

ცქიტიშვილის თქმით, რუსეთი ახალი ჰიბრიდული ომის მეთოდებზე გადავიდა, რისი გამოყენების საშუალებაც ევროპაში არ გამოუვიდა, თუმცა საქართველოში, ხელისუფლებამ ამის უფლება მისცა.

„ფაქტია, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის ახალ მეთოდებს იყენებს. ამგვარ პროცესებს ჩვენ ევროპაშიც ვხედავთ, თუმცა საქართველოში ხელისუფლებამ რუსეთს ამის უფლება მისცა.

საქართველოში ახალ არჩევნებს რაც შეეხება, როგორც ეს ევროპულ რამდენიმე ქვეყანაში მოხდა, „ქართული ოცნებამ“ კარგად იცის, რომ იმავე რესურს ვეღარ გამოიყენებს, რაც მაშინ არჩევნებში გამოიყენა. რეალურად მათ აქვთ შიში, რომ ისინი არჩევნებს ვეღარ მოიგნებენ. რეალურ აქციებმა ხელისუფლება ჩიხში შეიყვანა, ამასთან გამკლავება ძალით შეუძლებელია და თანმდევი კრიზისების ფონზე მათ დათმობაზე წასვლა მოუწევთ, ეს კი ქართული საზოგადოების ჯიუტმა პროტესტმა გამოიწვია“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...