ვოლოდიმირ ზელენსკი დნიპროზე განხორციელებულ იერიშზე - არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი
მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
მისი თქმით, უკრაინის პასუხი იქნება სამართლიანი და გარდაუვალი.
„ყოველდღე ვებრძვით ტერორისტებს. ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და ბედს. დღეს მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. არასდროს ვაპატიებთ. შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი“, - აცხადებს პრეზიდენტი.
ცნობისათვის, გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა მინიმუმ 2 ადამიანი, 3 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.