Jump to content
Planeta.Ge

დაუნინგ სთრითი რიში სუნაკისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბარზე - ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია პუტინის ბარბაროსულ რეჟიმზე ზეწოლა გაგრძელდეს ეკონომიკური სანქციების გზით


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურეს განსაკუთრებული ურთიერთობა აშშ-სა და ბრიტანეთს შორის და განაცხადეს, რომ ისინი ერთად იმუშავებენ გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

„ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის და რუსეთისთვის, აგრესიის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

მანამდე, რიში სუნაკი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ მისი პრემიერობის დროს ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი იქნება მტკიცე და ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს. “ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს შეუძლიათ გაერთიანებული სამეფოს მუდმივი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვიდგებით”, - წერს სუნაკი „ტვიტერზე“.

დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრის დროს ლიდერები პუტინის ბარბაროსულ რეჟიმზე ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

„ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აუცილებელია პუტინის ბარბაროსულ რეჟიმზე ზეწოლა გაგრძელდეს ეკონომიკური სანქციების გზით“, - აღნიშნულია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.
IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...