Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - წელს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ


ევროკავშირში შესასვლელად რეკომენდაციებს უკრაინა წლის ბოლომდე შეასრულებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან კიევში გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შტაინმაიერთად შეხვედრაზე მათ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებიც განიხილეს.

“უკვე ამ წელს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში წევრობას ეხება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

კერძოდ, უკრაინამ შვიდი რეკომენდაცია უნდა შეასრულოს, რომლებიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარებას, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაგრძელებას, კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ხელშესახები შედეგების დემონსტრირებას, აუდიოვიზუალური კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია, ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონის მიღებასა და განხორციელებას და ა.შ.

"მიმაჩნია, რომ ეს სამუშაო ევროკავშირმა სათანადოდ უნდა შეაფასოს გაფართოების პოლიტიკის შემდეგი პაკეტის გასაჯაროებამდეც კი”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გაფართოების პოლიტიკის შესახებ ყოველწლიური ანგარიში 2023 წელს უნდა წარადგინოს.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...