გერმანიის პრეზიდენტი - საჭიროა სამართლიანი მშვიდობა - მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შეიძლება ახალი ომი გამოიწვიოს
გერმანია უკრაინას MARS II ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას, ოთხ ჰაუბიცას გადასცემს და გააგრძელებს საჰაერდო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა.
“მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ მალე გადაცემულ იქნება MARS II-ის ორი სისტემა და ასევე ოთხი ჩვენი Panzerhaubitze 2000 ჰაუბიცა. შემდგომ დღეებში ისინი გადეცემა უკრაინას”, - აღნიშნა შტაინმაიერმა.
მისი თქმით, გერმანია უკრაინას ბევრ სხვადასხვა სახის იარაღს აწვდის. გერმანიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში უკრაინას IRIS-T საჰაერო თავდაცვის ოთხი თანამედროვე სისტემა უნდა გადაეცეს.
შტაინმაიერმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზებზე.
“მე გეთანხმებით, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შეიძლება ახალი ომი გამოიწვიოს”, - თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.