კალაძეს და ყაველაშვილს შესთავაზეს, 2025 წელს, საქართველომ რუსეთის ნაკრებებთან ითამაშოს - gazeta.ru
სსრკ-ს ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა RB Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა მომავალ წელს რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის მოწყობა. ინფორმაციას პროპაგანდისტული რუსული გამოცემა gazeta. ru ავრცელებს.
კავაზაშვილის ცნობით, მან კახა კალაძეს და მიხეილ ყაველაშვილის წერილი გაუგზავნა.
„გადადგით მშვიდობიანი და აუცილებელი ნაბიჯი კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ ერთიანები ვართ მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ერთობლივად გადავწყვიტეთ ტერიტორიული საკითხები და გავაფართოვეთ საქართველოს საზღვრები!“ – განაცხადა კავაზაშვილმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.