გერმანიამ 9 პირს, რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელი, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“დღეს გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც დიდწილად პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. მშვიდობიანად პროტესტის უფლება ერთ-ერთი უნივერსალური ადამიანის უფლებაა - ჩვენი პასუხისმგებლობაა, ის დავიცვათ.
ვითარება საქართველოში შემაშფოთებელი რჩება.
საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთად მოუწოდეს საქართველოს შეცვალოს თავისი კურსი,” - ნათქვამია განცხადებაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.