მედია - ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს
29-30 ნოემბერს ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან მიწვეულები. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, რუმინული მედია აღნიშნავს, რომ ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ოთხ სესიად იქნება დაყოფილი, რომლებიც საუბარი შეეხება მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას, უკრაინაში მიმდინარე ომს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და პარტნიორებს.
ცნობისთვის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუმინეთ პირველად მასპინძლობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს.
ინსტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.