Jump to content
Planeta.Ge

მარნეული-ბოლნისის გზაზე 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა - არსებული ინფორმაციით, ერთი ადგილზე დაიღუპა


არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში, 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთის მდგომარეობა ამ დროისთვის, უცნობია, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ამასთან, როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი.

გავრცელებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდულია და შექმნილია საცობი, რადგან სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ.

დამატებით ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...