Jump to content
Planeta.Ge

ოლექსი დანილოვი კადიროვს - დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, ვიდრე გვიან არ არის - თუ რუსეთი არ განადგურდება, ისევ დაბრუნდება ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად


დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, ვიდრე გვიან არ არის - ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთმა მეორედ არ აღგავოს ქალაქი ჯოხარი (გროზნო) პირისაგან მიწისა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, თუ რუსეთი არ განადგურდება, ის დაბრუნდება ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად.

„თუ რუსეთის ფედერაცია არ განადგურდება, ისინი ისევ დაბრუნდებიან ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად. არ დაგვიწყებიათ, არა?“- წერს დანილოვი.

მანამდე კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთის „პასუხი“ „მისი ტერიტორიების“ უკრაინის მხრიდან დაბომბვაზე სუსტია და განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქები უნდა აღგავონ პირისაგან მიწისა.


ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...