ნათია მეზვრიშვილი - თადუმაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაყვანა, რეჟიმის კრიზისისა და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა... განწირულია ბიძინას ეს ფაციფუცი
თადუმაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაყვანა, რეჟიმის კრიზისის და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი შალვა თადუმაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნას.
მისივე განცხადებით, სამინისტროში მიმდინარე შიდა პროცესების გამო, ივანიშვილს შსს-ში სიტუაცია გაურბის.
"ფაქტია, სანქციების და შიდა პროცესების გამო, ივანიშვილს შსს-ში სიტუაცია გაურბის. სანდოც ბევრი არ დარჩა გარშემო. თუმცა, ძალიან ცდება თუ ფიქრობს, რომ თადუმაძე დაიჭერს სისტემას - ძალოვანი სისტემები დასანახად ვერ იტანენ „უცხო სხეულს“ (მისი ფართო გაგებით). ამის ნათელი დასტური იყო კბილაშვილი და თადუმაძე გენპროკურატურაში და ამის კიდევ უფრო ნათელი დასტური იქნება, თადუმაძე შსს-ში. განწირულია ბიძინას ეს ფაციფუცი", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.