Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი კარტერის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

კარტერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა ჰქონდა, მათ შორის მელანომა.

ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პროკლამაცია გამოსცა, რომლის თანახმად, სამთავრობო შენობებზე ამერიკის დროშები 30 დღის განმავლობაში დაშვებული იქნება, 2025 წლის 9 იანვარი კი აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.

„დემოკრატიული პარტიის“ წევრი, ჯიმი კარტერი პრეზიდენტის პოსტს 1977 წლის იანვრიდან 1981 წლის იანვრამდე იკავებდა. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც არჩევნებში „რესპუბლიკელ“ კონკურენტთან, რონალდ რეიგანთან დამარცხდა.

Reuters-ი წერს, რომ ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის მნიშვნელოვანი მომენტი იყო ისრაელსა და ეგვიპტეს შორის 1978 წლის კემპ-დევიდის შეთანხმების გაფორმება, რამაც გარკვეული სტაბილურობა მოუტანა ახლო აღმოსავლეთს. მაგრამ მისი პრეზიდენტობის პერიოდი ასევე აღინიშნა რეცესიაში შესული ეკონომიკით, მუდმივი არაპოპულარობით და ირანის მძევლების კრიზისით.

კარტერი პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ჰუმანიტარულ საკითხებზე. 2002 წელს მას მიენიჭა „ნობელის პრემია“ მშვიდობის დარგში „საერთაშორისო კონფლიქტებისთვის მშვიდობიანი გადაწყვეტილებების გამოსაძებნად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის გაწეული დაუღალავი ძალისხმევის გამო“.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...