Jump to content
Planeta.Ge

ზაზა თავაძე - პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, ვიდრე არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები - ეს პარლამენტი არალეგიტიმურია


პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, ვიდრე არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზაზა თავაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება.

„ეს პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. მათ არჩევანი მოჰპარეს ქართველ ხალხს, დაიწერეს ის პროცენტი, რაც დაიწერეს...“ქართულ ოცნებას“ ერთადერთი გამოსავალი აქვს, დანიშნოს ახალი არჩევნები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ეს ინაუგურაცია დარჩება პრეფიქსით ე.წ. ინაუგურაცია, ე.წ. პრეზიდენტი,“,- აღნიშნა ზაზა თავაძემ.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...