Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდნენ


საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები - დაინიუს ჟალიმასი და მიხალ ვავრიკიევიჩი „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდნენ.

ისინი მეტეხის ხიდზე მივიდნენ, სადაც მოქალაქეების მიერ გაკეთებულ ჯაჭვში ჩაერთნენ.

მანამდე ევროპარლამენტარები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ასევე მათ შეხვედრა გამართეს ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებთანაც.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ.

თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე.

ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც მოეწყო.

მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...