ზურაბ აზარაშვილი კითხვაზე, რატომ ვერ დაინახა მთავრობამ ალიევისა და ზურაბიშვილის შეხვედრის აუცილებლობა - იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი
იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კითხვას, რატომ ვერ დაინახა მთავრობამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის აუცილებლობა.
„ასეთი დონის შეხვედრებზე პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული იმის მიხედვით ხდება სტუმრების დაპატიჟებაც და შეხვედრების გამართვაც. ალბათ აქედან გამომდინარე იყო, რომ არ ესწრებოდა. იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, "სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა" და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.