ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ქართველები დღეს ადამიანების ჯაჭვს ქმნიან - ისინი ხელისუფლების მხრიდან ხმის გაგონებას იმსახურებენ
ევროპაში მათი ადგილის შესახებ ქართველი ხალხის მოთხოვნებს ლატვია მხარს სრულად უჭერს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან მათი ხმის გაგონებასა და პატივისცემას იმსახურებენ.
„დღეს თავისუფლების, დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ქართველები ადამიანების ჯაჭვს ქმნიან. ისინი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათი ხმის გაგონებასა და პატივისცემას იმსახურებენ. ევროპაში მათი ადგილის შესახებ ქართველი ხალხის მოთხოვნებს ლატვია მხარს სრულად უჭერს“, - წერს ბაიბა ბრაჟე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.