Jump to content
Planeta.Ge

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი - “ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელი და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია


„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელია და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ამასთან, მისი თქმით, უნდა შეწყდეს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა.

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელია და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება უნდა შეწყდეს. საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს“, - წერს ბენჟამინ ჰადადი.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...