დღემდე სანქცირებული „ქართული ოცნების" წარმომადგენლები | სია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს ერთიან სიას „ქართული ოცნების” იმ მაღალჩინოსნების, რომლებიც დასავლეთმა დაასანქცირა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სანქცირებული 150-ზე მეტი პირისგან მხოლოდ 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული.
„დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
- ბიძინა ივანიშვილი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- ირაკლი კობახიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- გრიგოლ ლილუაშვილი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- კახა კალაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- ვახტანგ გომელაური – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი;
- შალვა ბედოიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი;
- იოსებ ჭელიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი;
- ალექსანდრე დარახველიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): დიდი ბრიტანეთი;
- გიორგი ბუთხუზი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი;
- ზვიად ხარაზიშვილი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): აშშ, დიდი ბრიტანეთი;
- მილერი ლაგაზაური – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): აშშ, დიდი ბრიტანეთი;
- მირზა კეზევაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): აშშ;
- ვაჟა სირაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი;
- თეიმურაზ კუპატაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი;
- სულხან თამაზაშვილი – ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): დიდი ბრიტანეთი;
- გიორგი გაბიტაშვილი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი;
- კოკა კაციტაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი;
- ოთარ რომანოვი-ფარცხალაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): აშშ, უკრაინა;
- ირაკლი ქარსელაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- ირაკლი რუხაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- კახი ბექაური – ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- ვიქტორ ჯაფარიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- მამუკა მდინარაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- დიმიტრი დიტო სამხარაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- თეა წულუკიანი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- ზვიად შალამბერიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- მიხეილ ჩინჩალაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: აშშ, ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- ლევან მურუსიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: აშშ, ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- ირაკლი შენგელია – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: აშშ;
- ვალერიან ცერცვაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: აშშ;
- შალვა თადუმაძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- კობა ჩაგუნავა – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი;
- ნინო ენუქიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი;
- ლელა მილდენბერგერი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი;
- ლელა ცაგარეიშვილი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი;
- მანუჩარ ცაცუა – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი;
- ზვიად ცეკვავა – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ესტონეთი;
- ალექსანდრე ივანიშვილი – ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- ქეთევან ხარაიძე – ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- უჩა მამაცაშვილი – ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- ტატე მამაცაშვილი – ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- გიორგი კობახიძე – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა;
- გოგა ხაინდრავა – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა;
- ზურაბ მახარაძე ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): აშშ;
- კონსტანტინე მორგოშია: ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): აშშ.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აშშ-მა დააწესა დამატებით სავიზო შეზღუდვები 100-ზე პირზე, მათ შორის არიან: პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის წევრები, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოების მაღალჩინოსნები, კორუმპირებული ბიზნეს ლიდერები, პროპაგანდისტები, ზოგიერთი კერძო მოქალაქე და ყველა ამ პირის ოჯახის წევრები – ამ პირების სახელები არ გასაჯაროებულა სავიზო კონფიდენციალურობის კანონმდებლობის გამო.
ამასთან, ლატვიამ 2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოს 13 მოქალაქეზე დამატებითი სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები) გამოაცხადა; თუმცა, მათ ამ პირების ვინაობა ჯერ არ დაუკონკრეტებიათ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.