Jump to content
Planeta.Ge

დიდი ბრიტანეთის მეფემ რიში სუნაკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა


რიში სუნაკი დაინიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ, რაც 25 ოქტომბერს კონსერვატორული პარტიის ახალი თავმჯდომარე მეფე ჩარლზმა თავის სასახლეში მიიწვია და მას მთავრობის შექმნა დაავალა.


წინა დღით,24 ოქტომბერს რიში სუნაკმა თავისი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა.

პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას მიემხრო ასზე მეტი კანონმდებელი, რაც საკმარისი იყო კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენისთვის.

ლიზ ტრასი 20 ოქტომბერს გადადგა, პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნიდან 44 დღეში. ის იყო ყველაზე ხანმოკლე პრემიერი ამ ქვეყნის ისტორიაში.

რიში სუნაკს მძიმე მემკვიდრეობა ხვდება. წინამორბედის, ლიზ ტრასის ეკონიმიკურმა რეფორმებმა კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. თანამდებობა მან სულ რაღაც 44 დღეში დატოვა, ისტორიაში ყველაზე სწრაფად.

42 წლის რიში სუნაკი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და პირველი არათეთრკანიანი პრემიერ-მინისტრია. მისი პოლიტიკური კარიერა სწორედ ჯონსონის პრემიერობისას დაიწყო, როდესაც 2019 წელს იგი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. სუნაკი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პრემიერ-მინისტრს განუდგა და თანამდებობა დატოვა. ამას მინისტრების გადადგომების სერია მოჰყვა, რაც ჯონსონის წასვლით დასრულდა.

რიში სუნაკის ოჯახი დიდ ბრიტანეთში ინდოეთიდან 60-იან წლებში ჩავიდა. მან დაამთავრა ოქსფორდი და სტენფორდი. დიდი ხანი მუშაობდა ბანკირად. დაქორწინებულია ინდოელი მილიარდერის ქალიშვილზე აკშატა მურთიზე, ჰყავს ორი შვილი. სიმამრი, ნარაიანა მურთი ინდოეთში უმსხვილესი IT კომპანიის მფლობელია.

მისი ქონება 710 მილიონ გირვანქას შეადგენს. შედარებისთვის, დედოფალ ელისაბედ მეორის ქონება სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე 370 მილიონად შეფასდა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...