Jump to content
Planeta.Ge

გახარია - არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ რეჟიმად ჩამოყალიბდა, იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვინც ახლა დაპატიმრებულები არიან უკანონოდ, სააკაშვილის კი არა - რაღაცეებს რომ ტლიკინებს "იმედით"


არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ რეჟიმად ჩამოყალიბდა, იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვინც ახლა დაპატიმრებულები არიან უკანონოდ, სააკაშვილის კი არა - რაღაცეებს რომ ტლიკინებს "იმედით", - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ დიანა ტრაპაიძესთან საუბრისას აღნიშნა, ახალ არჩევნებს, განგრძობადი, ეფექტური წნეხით უნდა მივაღწიოთ.

"ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება. რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ ბრძოლაში, რასაც ახალი არჩევნები ჰქვია, მაგრამ ქალბატონი პრეზიდენტის სამომავლო გეგმები ნამდვილად არ ვიცი. უკანონო პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაში, ყველა ერთსულოვანი ვართ. ლეგიტიმაცია ვერ უნდა მიიღოს უკანონო პარლამენტმა. აქციები რომ არ დაწყებულიყო, "ოცნება" გაიპრავებდა გამარჯვებას. იმ ბავშვებმა გადაგვარჩინეს, ვინც ამდენი ხანი ქუჩაში დგანან. არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ რეჟიმად ჩამოყალიბდა, იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვინც ახლა დაპატიმრებულები არიან უკანონოდ, სააკაშვილის კი არა - რაღაცეებს რო ტლიკინებს. არჩევნების გაყალბებას დაამატეს კონსტიტუციიდან გასვლა, ძალადობა, დასანქცირების შედეგ დააწინაურეს დასანქცირებულები და თურმე, თუ რომელიმე მათგანი ფინანსურად დაზარალდება, მე და თქვენ უნდა ავუნაზღაუროთ ბიუჯეტიდან. მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს რიგით მოქალაქეებს ვინც  1 თვეა ქუჩაში დგას, მათი დამსახურებაა, რომ სულ სხვა პოლიტიკური რეალობა არ გვაქვს დღეს. უკანონოდ დაპატიმრებულმა ახალგაზრდებმა მოგვიტანეს ის გამარჯვებები, რასაც შეიძლება ყველა ვერ გრძნობს. ახალ არჩევნებს კი, განგრძობადი, ეფექტური წნეხით უნდა მივაღწიოთ. მე ამ ხალხთან ქუჩაში დგომა ბევრად მირჩევნია, ზოგიერთ ვაიპოლიტიკოსთან ერთად შეხვედრაზე ჯდომას. სამოქალაქო აქტივიზმი, ისეთი, როგორსაც ბოლო 1 თვეა ჩვენ ვხედავთ, ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვერ იქნებოდა ასეთი ეფექტური მენეჯმენტით და ხანგრძლივობით, ამას გაფრთხილება სჭირდება. უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა აქციაზე. უაღრესად ვუფრთხილდები თითოეული მათგანის - ემოციას, შიშებს, იმედებს. ჩვენ თუ ამ ყველაფერს არ გავუფრთხილდით და ერთ დღეში რაღაც პიარულ სვლებში დავაკონვერტირეთ, არ შეიძლება.", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...