Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? - რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის


პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და ასზე მეტი დრონი. სამიზნე ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. ისინი უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვის მცდელობებს აგრძელებენ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 50-ზე მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს.

„რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...