Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - უპრეცედენტოდ მძიმე საერთაშორისო სანქციები მოდის, საპროტესტო მუხტი უფრო მეტად მასშტაბური ხდება - ველოდები, რომ შედეგი მომავალი წლის პირველ კვარტალში მიღწეული იქნება


ჩვენი მთავარი სამიზნე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წნეხის გაგრძელებისას არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავად სანამ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე ეს თოჯინების თეატრიც ასეთი შემართებით იქნება. საკუთარ თავს დააჯერებენ, რომ არაფერი ხდება და ექნებათ ივანიშვილის მილიარდების იმედი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი წლის პირველი კვარტლის პერიოდში იქნება შედეგი მიღწეული, როცა საერთაშორისო სანქციები მათ შორის ივანიშვილზეც გაფართოვდება.

„დღეს საზოგადოებაში მთავარი დაკვეთა არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა. იცით, რომ ამ საპროტესტო მუხტს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, აქვს ორი მოთხოვნა: ერთ-ერთი არის უკანონო დაკავებულების გათავისუფლება და მეორე არის ხელახალი არჩევნები. რა თქმა უნდა, ჩვენ, საზოგადოებამ უნდა შევქმნათ ის მოდელი, წინაპირობები, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებისთვის. ჩვენ არ გვსურს ისეთივე არჩევნები, რომლის პირობებშიც ივანიშვილს და „ოცნებას“ ექნება საშუალება, რომ მოჰპაროს ქართველ ხალხს, როგორც ეს გააკეთა აქამდე. დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში. არცერთი განცხადება, რომელიც იქნება გაკეთებული და გაჟღერებული თოჯინების თეატრის წარმომადგენლების მხრიდან, არ იქნება, რა თქმა უნდა, მიმართული იმაზე, რომ მათ გამოაჩინონ ან უკან დახევა, ან კომპრომისი და ა.შ. ჩვენი მთავარი სამიზნე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წნეხის გაგრძელების არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავად სანამ არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მანამდე ეს თოჯინების თეატრიც ასეთი შემართებით იქნება. საკუთარ თავს დააჯერებენ, რომ არაფერი ხდება და ექნებათ ივანიშვილის მილიარდების იმედი. ჯერჯერობით, ივანიშვილის გამხმოვანებლები აჩვენებენ ისეთ პოზიციებს, თითქოს, მათი საქმე არის ძალიან კარგად, მაგრამ მეორე მხრივ ვხედავთ, რომ უპრეცედენტოდ მძიმე საერთაშორისო სანქციები მოდის. საპროტესტო მუხტი ქვეყნის შიგნით კი არ ნელდება, არამედ კიდევ უფრო მეტად მასშტაბური ხდება და კიდევ უფრო მეტად კონცენტრირებული კონკრეტული საკითხების ირგვლივ.

ამოცანას, რომელიც გადასაჭრელი გვაქვს და არის ამ ე.წ. ხელისუფლების ძალაუფლებიდან გაშვება, არის რამდენიმე ფაზად დაყოფილი. დაახლოებით მომავალი წლის პირველი კვარტლის პერიოდში იქნება შედეგი მიღწეული. ეს არის დაახლოებით მეორე ფაზა, როცა საერთაშორისო სანქციები, „მაგნიტსკის სია“ იქნება თუ სხვა, იქნება გაფართოებული მათ შორის ივანიშვილზეც. ახლა რას გვეუბნებიან, საერთაშორისო სანქცირებულ ადამიანს თუ ფინანსური ზიანი მიადგებაო, სანქცირებულ დამნაშავე ადამიანს, რომელთა ნაბიჯებმაც თვითონ გამოიწვია სანქცირება, ბიუჯეტიდან მოხდება ამის ანაზღაურებაო. ხომ გასაგებია, რომ მთავარი ადრესატი ამ საკითხის არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის შემთხვევაშიც საუბარი შეიძლება იყოს ასობით მილიონ და მილიარდობით ლარზე“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...