Jump to content
Planeta.Ge

ანჯეი დუდა - ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან


საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე , - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა პლატფორმა X-ზე წერს.

როგორც ანჯეი დუდა აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

“კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი.

მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან”, - წერს ანჯეი დუდა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...