Jump to content
Planeta.Ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - მხოლოდ არჩევნების დანიშვნა არ არის საკმარისი, ხელისუფლებას უნდა გამოვაცალოთ უკანონო ბერკეტი, რომ არჩევნები არ მოიპაროს


მთავარი არის ის, რომ ივანიშვილმა გადადგას ის ნაბიჯი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს, ახალი არჩევების დღის გამოცხადება, იმისათვის, რომ ქვეყანამ აირიდოს ის სიღრმისეული კრიზისები, რომელიც მოსალოდნელია და რომელზეც პასუხისმგებლობა ცალსახად ექნება ხალხს, რომელიც ფაქტობრივად ახლა ხელისუფლებას მართავს , - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, ოპოზიციური პარტიების სამუშაო ფორმატის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ ოპოზიციურმა პარტიები ჩამოყალიბდნენ კონკრეტულ საკითხებზე, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის შემდეგ, არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

„მეორეს საკითხი არის ის, რომ მხოლოდ არჩევნების დანიშვნა არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ არჩევნების დღის გამოცხადება არ ნიშნავს, რომ სისტემა განსხვავებული იქნება და ეს არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ამოცანაა, რომ ჩამოვყალიბდეთ ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარებას და არ მივცეთ ხელისუფლებას იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მოიპაროს არჩევნები და მანიპულაციებისთვის სივრცე არ დავტოვოთ, ეს ნიუანსები და დეტალები, რომელიც სამართლებრივ და პოლიტიკურ ნიუანსებს ეხება. ხელისუფლებას უნდა გამოვაცალოთ უკანონო ბერკეტი, რომ არჩევნები არ მოიპაროს.

არსებობს საზოგადოების უწყვეტი პროტესტი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც ამ არჩევნებს არ აღიარებს. ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას მოუწევს ადრე თუ გვიან, რაც ადრე მით უკეთესი ქვეყნისთვის, რაც უფრო გვიან მით უფრო ცუდი მათთვისაც და ქვეყნისთვისაც. რაც ადრე მიხვდებიან უკეთესი, ხალხის ნების წინააღმდეგ მსოფლიოში ვერავინ წასულა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები სამუშაო შეხვედრას მართავენ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელიც ესწრება.

ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის წარმომადგენლები ახალ არჩევნების, ეუთო/ოდირის დასკვნასა და სანქციების საკითხებს განიხილავენ.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...