Jump to content
Planeta.Ge

ნატა საბანაძე - „ქართული ოცნება“ ქვეყანას აგდებს მგლების ხახაში, ყოველგვარი მხარდაჭერის და მოკავშირეების გარეშე


საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებსა და საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორი პერსპექტივა ელის ქვეყანას 20 იანვრის შემდეგ, ანუ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, Chatham House-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის, უფროს მკვლევარს, ნატა საბანაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ნატა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე არჩევნების შემდეგ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე გვინდოდა თქვენთან გვემსჯელა, მაგრამ, საქართველოში არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვითარება იმდენად რთული და მძიმეა, შეუძლებელია საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარებით არ დავიწყოთ საუბარი.

ისედაც გართულებული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა იმ გარემოებამ, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებული შს მინისტრი გომელაური პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერად დანიშნა. ასევე ითქვა, რომ შს მაღალჩინოსნებს, ვისზეცაა პასუხიმგებლობა მომიტინგეების ცემა-ტყეპაში, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დააჯილდოებს.

გასული კვირის ასევე მნიშვნელოვანი თემები იყო „ქართული ოცნებისთვის“ ეუთო-ოდერის საბოლოო დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ასევე ევროპის საბჭოს გენმდივნის ალენ ბერსეს ვიზიტი თბილისში, რომლის ფარგლებშიც იგგი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

მანამდე ვნახეთ ის, რომ ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა და ბრიტანეთმა საქართველოს მაღალჩინოსნები დაასანქცირა, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში არასდროს მომხდარა. მოდით თანმიმდევრობით დავიწყოთ - თქვენ როგორ აღიქვით აშშ-ს მიერ სანქცირებული და „მაგნიცკის სიაში“ შეყვანილი შს მინისტრის გავიცე-პრემიერობა და დაპირება, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შს მაღალჩინოსნებს, ვისზეცაა პასუხისმგებლობა მომიტინგეების ცემა-ტყეპაში, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დააჯილდოებს?

- პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვყავს დასანქცირებული პირები სამთავრობო და სასამართლო ხელისუფლების შტოებიდან. პირველად გვყავს ანტი-დასავლური, ევრო-სკეპტიკური, ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტური პარტია რომელიც ძალაუფლებას ხელიდან არ უშვებს. ამ პარტიის მხრიდან დასანქცირებული პირების დაწინაურება ორ მიზანს ემსახურება - ერთია, დაამშვიდოს ლოიალური თანაპარტიელები და მათი მხარდამჭერები რომ არაფერი არ იცვლება, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და რომ პარტია მათ შრომას დაუფასებს. ეს არის პრევენციული ნაბიჯი იმისთვის რომ არ დაიწყოს შიდა-პარტიული რღვევა.

დასანქცირებული პირების დაწინაურება ორ მიზანს ემსახურება - ერთია, დაამშვიდოს ლოიალური თანაპარტიელები და მათი მხარდამჭერები რომ არაფერი არ იცვლება, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და რომ პარტია მათ შრომას დაუფასებს. ეს არის პრევენციული ნაბიჯი იმისთვის რომ არ დაიწყოს შიდა-პარტიული რღვევა

დააწინაურეს სამაგალითოდ, არა იმიტომ რომ მართლა ვინმეს რამეს უფასებენ, არამედ სხვების დასანახად და დასამშვიდებლად. აჩვენებენ რომ პარტიას მათ თანადგომას არ დაივიწყებს და თუ ამ თანადგომისთვის საფასური გადახდა მოუწევთ, მაშინ ამასაც დააკომპენსირებს. მაგნიტსკის აქტის ქვეშ დასანქცირება ძალიან მაღალი საფასურია, რომელსაც ვიცე-პრემიერობით ვერ დააკომპენსირებ, მაგრამ ცოტა ხნით ეფექტს შექმნი.

მეორე მიზანი იყო რუსეთთან თავის გამოჩენა იმით რომ აშშ-ს შუა თითს უჩვენებ. არაფერი ისე არ ახარებს რუსეთს როგორც ანტი-დასავლური გამოხტომები, თუნდაც სიმბოლური, რომელსაც მოსკოვი ‘დამოუკიდებლობის’ მაჩვენებლად ასაღებს და სრული აღტაცებით ხვდება.

მეორე მიზანი იყო რუსეთთან თავის გამოჩენა იმით რომ აშშ-ს შუა თითს უჩვენებ. არაფერი ისე არ ახარებს რუსეთს როგორც ანტი-დასავლური გამოხტომები, თუნდაც სიმბოლური, რომელსაც მოსკოვი „დამოუკიდებლობის“ მაჩვენებლად ასაღებს და სრული აღტაცებით ხვდება

იგივეს იმეორებს „ოცნებაც,“ რომელიც თავის მოქმედებას ყიდის როგორც სუვერენიტეტის და ღირსების დაცვად. ზოგადად „ოცნების“ დისკურსიც და ქმედებაც მოსკოვის გზავნილებთან სრულ თანხვედრაშია ამ ბოლოს ხანს. აშშ-ს სანქციები კობახიძემ, ანტი-ქართულ ნაბიჯად შეაფასა, მაშინ როდესაც ეს არის ანტი-ქოცური ნაბიჯი და ეს ორი რამ, ქართული სახელმწიფო და „ქართული ოცნების“ რეჟიმი ერთი და იგივე არ არის.

ზოგადად „ოცნების“ დისკურსიც და ქმედებაც მოსკოვის გზავნილებთან სრულ თანხვედრაშია ამ ბოლოს ხანს. აშშ-ს სანქციები კობახიძემ, ანტი-ქართულ ნაბიჯად შეაფასა, მაშინ როდესაც ეს არის ანტი-ქოცური ნაბიჯი და ეს ორი რამ, ქართული სახელმწიფო და „ქართული ოცნების“ რეჟიმი ერთი და იგივე არ არის

ამას გარდა, „ოცნება“ ეცდება ვიქტიმიზაციის კარტა გაათამაშოს, რაც ხშირად ახლავს სანქციების რეჟიმის შემოღებას. ისინი ეცდებიან უსამართლოდ დაჩაგრულის როლში ჩადგნენ და ამის გარშემო დარაზმონ მხარდამჭერები.

თუმცა დიდად ვერ ვხედავ იმის რესურსს რომ ეს გამოუვიდეთ, უბრალოდ მხარდამჭერების კრიტიკული მასა არ ჰყავთ საამისოდ. თუმცა ეს კლასიკური უკუჩვენებაა სანქციების, როდესაც დასანქცირებული რეჟიმები ახერხებენ პოპულისტური და ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებას მოსახლეობაში და მხარდაჭერის მოპოვებას, როგორც გარე წნეხის ქვეშ მყოფები.

უნდა ველოდოთ მსგავსი გზავნილების მომძლავრებას „ოცნების“ მხრიდან. რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ და საქართველოს გაიგივებაზე იქნება დამყარებული.

- გასულ პარასკევს ეუთო/ოდერმა საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა.

ტექსტში ბევრ რამეზეა საუბარი, როგორც კარგზე, ისე ცუდზე. შეიძლება ითქვას, საკმაოდ კრიტიკულიცაა ბევრი თვალსაზრისით. მაგრამ, ფაქტია, რომ ეუთო/ოდერის დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით სულაც არ ითვალისწინებს თბილისში პარლამენტის წინ მომიტინგეთა მოთხოვნას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

ვიმეორებ, საბოლოო დასკვნაში კრიტიკული პასაჟებიც საკმაოდაა. თუ როგორ გაიგო და პროპაგანდის თვალსაზრისით როგორ გამოიყენა იგი „ქართულმა ოცნებამ“, ვნახეთ. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნამ? რას შეიძლება ნიშნავდეს ეს დასკვნა ერთი მხრივ „ქართული ოცნებისთვის“, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის, რომელიც ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს?

- ეუთო/ოდირის მისიის მანდატში არ შედის არჩევნების პოლიტიკური შეფასება, ანუ მათი ლეგიტიმურობის ან არა-ლეგიტიმურობის განსაზღვრა. მით უმეტეს არ შედის მათ მანდატში ახალ არჩევნებზე საუბარი, ამიტომ ამის მოლოდინი არ უნდა იყოს. 90-იან წლებში ოდირის დასკვნებში წერდნენ ხოლმე რომ ესა თუ ის არჩევნები ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ან არ ჩატარდა. ახლა ასეთ შეფასებებსაც პირდაპირ აღარ აკეთებენ. მისიის მანდატია დააკვირდეს არჩევნებს და ჩამოწერილი კრიტერიუმების მიხედვით აღწეროს დაკვირვების შედეგი. ანუ მისი ფუნქცია აღწერილობითია და არა შეფასებითი.

ეუთო/ოდირის მისიის მანდატში არ შედის არჩევნების პოლიტიკური შეფასება, ანუ მათი ლეგიტიმურობის ან არა-ლეგიტიმურობის განსაზღვრა. მით უმეტეს არ შედის მათ მანდატში ახალ არჩევნებზე საუბარი, ამიტომ ამის მოლოდინი არ უნდა იყოს

აღწერილის საფუძველზე მერე ხდება დასკვნების გამოტანა და არჩევნების ლეგიტიმურობაზე და სტანდარტების შესაბამისობაზე საუბარი. ეს უკვე პოლიტიკური პროცესის ნაწილია, რომელიც თავად ოდირის დასკვნას ეფუძნება. ეხლა სწორედ ამ პროცესში გადავედით და ისმის უკვე ცალსახად ნეგატიური შეფასებები არჩევნებისა, რაზეც დასკვნის გამოქვეყნებამდე ჩვენი პარტნიორები თავს იკავებდნენ. სხვაგვარად ალბათ წარმოუდგენელია, რადგან ის ანგარიში რეალურად გვეუბნება რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ნაცვლად, ჩატარდა არჩევნების კარგად ორგანიზებული იმიტაცია.

ეს უკვე პოლიტიკური პროცესის ნაწილია, რომელიც თავად ოდირის დასკვნას ეფუძნება. ახლა სწორედ ამ პროცესში გადავედით და ისმის უკვე ცალსახად ნეგატიური შეფასებები არჩევნებისა, რაზეც დასკვნის გამოქვეყნებამდე ჩვენი პარტნიორები თავს იკავებდნენ. სხვაგვარად ალბათ წარმოუდგენელია, რადგან ის ანგარიში რეალურად გვეუბნება რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ნაცვლად, ჩატარდა არჩევნების კარგად ორგანიზებული იმიტაცია

ეს ანგარიში ნიშანდობლივია იმითაც რომ ის საუბრობს დეტალურად როგორც წინა-საარჩევნო პერიოდზე, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებზე, რუსულ კანონებზე და მიტაცებულ ინსტიტუტებზე ასევე პოსტ-საარჩევნო პერიოდზეც. მე ყოველთვის ვამბობდი, არჩევნების დღემდეც, რომ რეალურად საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია რადგან არჩევნები უკვე, სტრუქტურულად გაყალბებულია. იმდენად არათანაბარი პირობებია შექმნილი პოლიტიკური პაექრობისთვის, რომ არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციისთვის თითქმის შეუძლებელია.

ოდირს ეს მომენტი შემჩნეული აქვს, ისევე როგორც აღწერილი აქვს უამრავი დარღვევა უკვე არჩევნების დღეს. ელექტორატზე ზეწოლაც იმდენად ფართოდ გავრცელებული იყო რომ ამანაც სტრუქტურული ხასიათი მიიღო. ვისაც აინტერესებს, ნათია მეზვრიშვილს აქვს დეტალური ანალიზი ამ ანგარიშის თავის ფეისბუკ გვერდზე და ვურჩევ მოუსმინოთ.

მე ყოველთვის ვამბობდი, არჩევნების დღემდეც, რომ რეალურად საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია რადგან არჩევნები უკვე, სტრუქტურულად გაყალბებულია. იმდენად არათანაბარი პირობებია შექმნილი პოლიტიკური პაექრობისთვის, რომ არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციისთვის თითქმის შეუძლებელია. ოდირს ეს მომენტი შემჩნეული აქვს, ისევე როგორც აღწერილი აქვს უამრავი დარღვევა უკვე არჩევნების დღეს

- „ქართული ოცნება“ ჩაეჭიდა ორ პოზიტიურ ასპექტს რომელიც არის ანგარიშში მოყვანილი: ერთი ის რომ, არჩევნები იყო კონკურენტული, ანუ სხვადასხვა პარტიები იღებდნენ მონაწილეობას და მეორე ის რომ არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესი იყო გამართული და კარგად ადმინისტრირებული. ადგილი ჰქონდა ძალადობის შემთხვევებს, მაგრამ ეს იყო მასიური და სისტემური.

ეს ორი შედარებით დადებითი ასპექტი არაა საკმარისი იმისთვის რომ გააბათილოს ყველა ის უბედურება რომელიც ანგარიშშია ჩამოთვლილი და ვინმეს მისცეს პოზიტიური დასკვნის გამოტანის საფუძველი.

ოდირის ასეთი შეფასება 2003 წლის მერე საქართველოს არ მიუღია და ეს იმის ფონზე რომ, უნდა ვაღიაროთ, სრულად გამართული და თავისუფალი არჩევნები ჩვენთან არ ჩატარებულა არასოდეს. ამის და მიუხედავად, წლევანდელი არჩევნები სხვა კატეგორიაშია. „ქართულ ოცნებას ორი გზა აქვს: ან აღიაროს რომ მსგავსი შეფასება მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას და დანიშნოს ახალი არჩევნები ან ჯიუტად გააგრძელოს შავზე თეთრის ძახილი, როგორც ამას დიდი ხანია აკეთებს.

„ქართულ ოცნებას ორი გზა აქვს: ან აღიაროს რომ მსგავსი შეფასება მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას და დანიშნოს ახალი არჩევნები ან ჯიუტად გააგრძელოს შავზე თეთრის ძახილი, როგორც ამას დიდი ხანია აკეთებს

ოღონდ ანგარიში წერილობითია და კითხვა ყველამ ვიცით. „ოცნება“ უნდა ელოდოს წნეხის გაზრდას როგორც შიგნიდან ასევე დასავლეთიდან და კარგი იქნება თუ ჩიხში თავის მომწყვდევის ნაცვლად, დაიწყებს გამოსავალზე ფიქრს.

„ოცნება“ უნდა ელოდოს წნეხის გაზრდას როგორც შიგნიდან ასევე დასავლეთიდან და კარგი იქნება თუ ჩიხში თავის მომწყვდევის ნაცვლად, დაიწყებს გამოსავალზე ფიქრს

- გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა ევროპის საბჭოს გენ.მდივანი ალენ ბერსეს ვიზიტი თბილისში, რომლის ფარგლებშიც იგი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

სხვათა შორის, გვახსოვს ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა თბილისში ვიზიტად ჩამოსულ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს. თბილისში ბატონო ალენ ბერსე ტრადიციისამებრ ხელისუფლებას, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. თუმცა, ოპოზიციის ნაწილმა და მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მისი ვიზიტი და ვიზიტის შედეგი საკმაოდაც კი გააკრიტიკეს.

მხედველობაში მაქვს ის, რომ ბატონმა ბერსემ თქვა, რომ მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ მთავრობა კანონს „უცხოური გამჭვირვალეობის შესახებ“ გაიწვევს. თუმცა, მის ამ განცხადებაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დაახლოებით ასეთი რამ თქვა, - ამ თემაზე ვთავაზობთ ყველას დიალოგს და თუ დაგვარწმუნებენ, რომ კანონში ცვლილებებია შესატანი, ამის შემდეგ ამ თემაზე ვიმსჯელებთო.

არადა, ვენეციის კომისიამ ამ კანონის მიღებაზე საკმაოდ ვრცელი და უარყოფითი დასკვნა გამოგვიგზავნა.

დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, ევროპის საბჭოს გენმდივნის ვიზიტი არ იყო საქართველოს საქმეებში საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის დაწყებული დიალოგის გაგრძელება. როგორც ბევრი თვლის, მეტიც, მისი ვიზიტი იყო მცდელობა მაკრონის დიალოგის გარკვეული სახით ტორპედირება იმ ძალების მიერ, რომლებზეც გავლენას კრემლი დღემდე ინარჩუნებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ევროპის საბჭოს გენმდივნის ვიზიტსა და მის შედეგებს? ანუ, იმაზე საუბრისაგან უარის თქმას, რასაც რუსთაველზე პარლამენტის წინ მომიტინგეები ითხოვენ?

საუბარია მოთხოვნაზე ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე ...

-ალენ ბერსეს ვიზიტი და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ზარი იმავდროულად ერთმანეთთან დაკავშირებული და ძალიან განსხვავებული დიპლომატიური სვლებია.

მაკრონის ზარი ივანიშვილთან ნიშნავდა იმას რომ საფრანგეთს სურდა საუბარი გადაწყვეტილების მიმღებთან უშუალოდ და არა მის დამქაშებთან. მაკრონს ასევე არ სურდა მიეცა საფუძველი იმისთვის რომ მისი ზარი აღქმული ყოფილიყო როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის საფუძველი. ამიტომ მან ამ საკითხს კორექტულად აუარა მხარი.

რაზე ისაუბრეს ზუსტი დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა დაახლოებით ვიცით რომ ფრანგულმა მხარემ მოითხოვა პროტესტში მონაწილეების გათავისუფლება და ადამიანის უფლებების, მათ შორის შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა. ასევე ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობით კრიზისიდან გამოსავლის ძიებისკენ მოუწოდა ივანიშვილს.

ახლა რას გვეუბნება „ოცნების“ რეაქცია: კობახიძემ დაიწყო საუბარი ყვითელ ჟილეტებზე და „ცივი ომის“ პროპაგანდის ენით, იმის გახსენება როგორ საშინლადაა საქმე ევროპაში და რომ საქართველო მას ყველაფერში უსწრებს, მით უმეტეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ასევე მან თქვა რომ მზადაა რუსულ კანონზე, ყველა დაინტერესებულ პირს, ესაუბროს. ეს ნიშნავს იმას რომ დაპატიმრებულების და არჩევნების კუთხით. „

„ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს, მაგრამ ტემპერატურის დასაწევად ის მზადაა პარტნიორებთან ისაუბროს რუსულ კანონზე. ამ ხაფანგში გაეხვა ბატონი ბერსეც და ‘კმაყოფილებით’ აღნიშნა რომ ევროსაბჭოს ექსპერტები შეუდგებიან კანონის ცვლილებებზე მუშაობას ოცნებასთან ერთად.

„ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს, მაგრამ ტემპერატურის დასაწევად ის მზადაა პარტნიორებთან ისაუბროს რუსულ კანონზე. ამ ხაფანგში გაეხვა ბატონი ბერსეც და „კმაყოფილებით“ აღნიშნა რომ ევროსაბჭოს ექსპერტები შეუდგებიან კანონის ცვლილებებზე მუშაობას ოცნებასთან ერთად

ბერსე ასევე არ დაელოდა ოდირის დასკვნას, რომელიც უკანა გზაზე წამოეწია მას, და ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით არ გამოიჩინა სათანადო სიფრთხილე. ბერსემ თავისი თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიყენა, მათ შორის იმითაც რომ შეჰყვა ოცნების რუსული კანონით დაგებულ ხაფანგში, მაშინ როდესაც ამ კანონის გარდა იმდენი რამ ჩაიდინა ოცნებამ რომ ეს თემა სრულიად გადაფარულია დღეს.

- აშშ-ს ჰელსინკის კომისია, რომლის შემადგენლობაში ტრამპის უახლოესი პოლიტიკური თანამოაზრეებიც შედიან, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე აცხადებს, - „თუ ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, საქართველო გადაიქცევა ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვის“.“

საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერა ცხადად ჩანს ტრამპის ინაუგურაციამდე. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ და არწმუნებენ საზოგადოებას, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთება და ყველაფერი კარგად იქნება. აშშ-ს თემაზე გვახსოვს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებაც - „ყველაფერი ისე იქნება, როგორც ტრამპი იტყვის“.

ვხედავთ, რომ ტრამპი მოკავშირეებისაგან თავდაცვის ბიუჯეტის 5%-ით გაზრდას ითხოვს. რუსული მედია წუხს იმაზე, რომ ტრამპი არც უკრაინისთვის დახმარებაზე იტყვის უარს. პირიქით, შესაძლოა, ბაიდენზე მეტადაც კი დაეხმაროსო უკრაინას. ამ თემაზე რუსული მედიის წუწუნი გადაჭარბებულადაც კი გამოიყურება, მაგრამ, როგორც იტყვიან „შიშს დიდი თვალები აქვს,“ მითუმეტეს მაშინ, რომ ახლა შესაძლოა ისე იყოს, „როგორც ტრამპი იტყვის“.

სავარაუდოდ, როგორ აღიქვამდა ვაშინგტონი თბილისის პასუხს ამერიკისთვის, მხედველობაში მაქვს სანქცირებული შს მინისტრი ვიცე-პრემიერად დანიშვნას და დაპირებას, რომ შს მაღალჩინოსნები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს მომიტინგეების ცემა-ტყეპაში, დაჯილდოვდებიან?

რამდენად საფუძვლიანია „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-საქართველოს ურთიერთობები „წარმატებით გადაიტვირთება“?

- თქვენს კითხვაზე მე კითხვითვე ვუპასუხებ: რა აძლევს „ოცნებას“ იმის საფუძველს რომ ასეთი დარწმუნებული იყოს ტრამპის მხარდაჭერაში? რაიმე კავშირები აქვს რომელიც ჩვენ არ ვიცით და არ აფიშირებს, თუ რა ხდება? მგონი რომ ჰქონდეს „ოცნებას“ რამე კავშირი ამას არაფრით არ დაგვიმალავდა.

ერთი ორბანის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, მეტი არაფრის. ტრამპი თუ რამით გამოირჩევა სხვა პოლიტიკოსებისგან ეს არის მისი არა-პროგნოზირებადი ხასიათი. ანუ დარწმუნებული არავინ არაა, ის რას გააკეთებს, არც რუსეთი, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ ნერვიულობს, არც უკრაინა, რომელიც იმედიანად არის),და არც ჩინეთი (რომელიც ყველა შესაძლებლობისთვის ემზადება). ასეთ პირობებში, როგორ არის ოცნება რამეში დარწმუნებული?

მე შემიძლია რამდენიმე ვარაუდი გამოვთქვა ტრამპისა და ოცნების ურთიერთობებზე: 1. ივანიშვილი, თავისი „ოცნებითურთ,“ რაც არ უნდა იყვიროს ანტი-ლიბერალური ლოზუნგები, ვერ მოხვდება უშუალოდ ტრამპის ყურადღების ცენტრში და ვერც მის დღის წესრიგში დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს. დიდი ალბათობით, საქართველოს დოსიეს მიხედავს შუა რგოლის პროფესიონალები, რომლებიც არსებულ პოლიტიკას გააგრძელებენ, მათ შორის სანქციების დაცვის კუთხით.

ივანიშვილი, თავისი „ოცნებითურთ,“ რაც არ უნდა იყვიროს ანტი-ლიბერალური ლოზუნგები, ვერ მოხვდება უშუალოდ ტრამპის ყურადღების ცენტრში და ვერც მის დღის წესრიგში დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს. დიდი ალბათობით, საქართველოს დოსიეს მიხედავს შუა რგოლის პროფესიონალები, რომლებიც არსებულ პოლიტიკას გააგრძელებენ, მათ შორის სანქციების დაცვის კუთხით

საფუძველს მოკლებულია კობახიძეს და სხვების მტკიცება იმაზე რომ თურმე წარმავალი ბაიდენის ადმინისტრაცია ძალით ურთულებს ცხოვრებას ტრამპს და უტოვებს მძიმე გადაწყვეტილებებს, როგორიცაა უკრაინის ან საქართველოს მიმართებით. უკრაინის კუთხით, კერძოდ ის გადაწყვეტილება რომ მიეცეს კიევს უფლებას დარტყმები განახორციელოს რუსეთზე, არ მიიღებოდა ტრამპთან შეთანხმების გარეშე და ეს მას კი არ ურთულებს, არამედ უძლიერებს მოსალაპარაკებელ პოზიციებს.

ამაზე საუბრობს თავად ტრამპის სპეც.წარმომადგენელი უკრაინაზე და შეუძლია კობახიძეს მას მოუსმინოს. საქართველოს კუთხითაც იქნება გაგრძელდება და შეთანხმება. მით უმეტეს რომ კონგრესში ვხედავთ რომ სწორედ „რესპუბლიკელები“ აქტიურობენ, მათ შორის ‘მეგობარი’ აქტის მიღების კუთხით. აშშ-ში საქართველოსთან მიმართებით, სრულად ორ-პარტიული კონსენსუსია კონგრესში და ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმირებაზეც.

აშშ-ში საქართველოსთან მიმართებით, სრულად ორ-პარტიული კონსენსუსია კონგრესში და ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმირებაზეც

- აშშ-თან და ევროპასთან ღია თუ ფარული დაპირისპირების ფონზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო ჩინეთთან, რომელიც ეხმარება რუსეთს უკრაინაში დასავლეთის დასამარცხებლად, თან ყველა სფეროში აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან.

ბევრი თვლის, რომ ერთ-ერთი მიზეზი, საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური ვექტორის შემობრუნებისა, დიდი ალბათობით იყო სწორედ იმის შიში, რომ ის ვერ შეძლებდა დასავლეთიდან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ ვერც კი გააცნობიერა, თუ როგორ დააზიანა ჩინეთის მონაწილეობით „შუა დერეფნის“ პროექტის გააქტიურებით ამერიკული ინტერესები და არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში.

საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობამ და ახალმა ვალდებულებებმა პეკინის წინაშე რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ს პოლიტიკის განსაზღვრაში? და სავარაუდოდ, როგორი შეიძლება აღმოჩნდეს ეს პოლიტიკა?

- ჩინეთის გაძლიერება ასევე დიდი თავის ტკივილია რუსეთისთვის, თუმცა ის ეხალა ამას არ „იმჩნევს“, რადგან სხვა გამოსავალი არ ააქვს. კავკასიაში ბევრად უფრო გამწვავდება კონკურენცია მომძლავრებულ სხვადასხვა აქტორებს შორის. ეს არის არა მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი, არამედ თურქეთი, რომლის პოზიცია საგრძნობლად გაძლიერებულია, განსაკუთრებით ასადის დაცემის შემდეგ. და ირანი, და გარკვეულ წილად ისრაელიც.

ხდება კავკასიის რეგიონის დასავლეთისგან ჩამოშორება და მისი გადაბმა ახლო აღმოსავლეთთან. ეს იყო ის, რასაც საქართველო გაურბოდა საუკუნეების განმავლობაში. დღეს ოცნება თავის ანტი-დასავლური პოლიტიკით, ამ პროცესს უწყობს ხელს.

ხდება კავკასიის რეგიონის დასავლეთისგან ჩამოშორება და მისი გადაბმა ახლო აღმოსავლეთთან. ეს იყო ის, რასაც საქართველო გაურბოდა საუკუნეების განმავლობაში. დღეს ოცნება თავის ანტი-დასავლური პოლიტიკით, ამ პროცესს უწყობს ხელს

დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვით, საქართველოს პოზიციები ამ კონკურენციაში ძალიან შესუსტებულია. „ქართული ოცნება“ ქვეყანას აგდებს მგლების ხახაში, ყოველგვარი მხარდაჭერის და მოკავშირეების გარეშე.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...