Jump to content
Planeta.Ge

„თბილღვინოს“ დამფუძნებელი - 2 200-ზე მეტმა ბიზნესს წარმომადგენელმა, ჩვენი განცხადება საჯარო სივრცეში გავაკეთეთ, გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ, ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები


„თბილღვინოს“ დამფუძნებლის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2 200-ზე მეტი ბიზნესს წარმომადგენელი კრიზიდან გამოსვლის გზას, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებაში და ხელახალ არჩევნებში ხედავს.

როგორც მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სხვა ბიზნესმენებთან ერთად მან თავისი პოზიცია პეტიციაში უკვე დააფიქსირა.

„ჩვენ ალბათ, აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ჩვენ 2 200-ზე მეტმა ბიზნესს წარმომადგენელმა, ჩვენი განცხადება საჯარო სივრცეში გავაკეთეთ. ჩვენი გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ, ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...