Jump to content
Planeta.Ge

„როიტერი“ - აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს


აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ორ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

აღნიშნული სისტემის საშუალებით, უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას სარაკეტო და დრონებით თავდასხმისგან.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის პირობა 10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ დადო. ამ ეტაპზე, უცნობია, HAWK-ის რა რაოდენობის სისტემის გადაცემაზეა საუბარი.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...