აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი - ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ
ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, იმისთვის, რომ წაერთმიათ, - ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე აქციებზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა, დავით გოგილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას მხოლოდ ტელეფონი აღმოაჩნდა, „თუმცა ხალხს არამხოლოდ ტელეფონებს, არამედ საქორწინო ბეჭდებს და ყველაფერს ართმევდნენ“.
„მეც ერთ-ერთი დაზარალებული ვარ, რომელიც გამქურდეს. ეს ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, იმისთვის, რომ წაერთმიათ. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ტელეფონი აღმომაჩნდა, თუმცა ხალხს არამხოლოდ ტელეფონებს, არამედ საქორწინო ბეჭდებს და ყველაფერს ართმევდნენ. ჩემი ტელეფონი თავდაპირველად ორთაჭალაში რომელიღაც შსს-ს შენობაში გადაიტანეს, თუმცა შემდეგ რომელიღაც პოლიციელმა ან სპეცრაზმელმა ის დიდ დიღომში, თავის საცხოვრებელ ბინაში წაიღო, რისი იდენტიფიცირებაც ტელევიზიებმა მოახდინეს, დაადგინეს ვინაობა - სად ცხოვრობს, რომელ კორპუსში, თუმცა როდესაც ამაზე განვაცხადე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რეაგირება კვლავ არანაირი არ იყო. მათ შეუძლიათ დღესვე დააბრუნონ ჩემი ტელეფონი, თუმცა ამას არ აკეთებენ“, - განაცხადა დავით გოგოლაშვილმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.