ჯო უილსონი - ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური - ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით
საქართველოში ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეუთოს/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ კვლავ იმეორებს, რომ „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია.
„საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი: დე ფაქტო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა.
ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით“, - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი X-ზე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.