Jump to content
Planeta.Ge

მე ვარ და ვიქნები ერთგული ქართული ჯარის, მისი უმაღლესი მთავარსარდალი – პრეზიდენტი


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. მან თქვა, რომ რჩება ერთგული საქართელოს კონსტიტუციის, ქართული ჯარისა და ქართველი ხალხის.

“მე მინდა გითხრათ, რას გავაკეთებთ. პირელ რიგში, მე რას გავაკეთებ: მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, გათელებს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული.

მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის, მისი ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ. რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც თავად არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აჟჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი.

მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას. არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა შეფერხდა, სავარაუდოდ, ტექნიკური პრობლემების გამო. მასალა განახლდება მას შემდეგ რაც ზურაბიშვილი გააგრძელებს სიტყვით გამოსვლას.

განახლება: სალომე ზურაბიშვილმა მეგაფონით მიმართა მოქალაქეებს და თქვა, რომ საკუთარ სათქმელს მოქალაქეებს ვიდეომიმართვით ეტყვის, რომელსაც ხვალ, 23 დეკემბერს გაავრცელებს. სავარაუდოა, რომ ტექნიკური შეფერხება მიზანმიმართულია.

აქტივისტები აცხადებდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ აძლევდნენ საშუალებას, რუსთაველამდე მიეტანათ აღჭურვილობა, რომელიც პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისთვის იყო საჭირო. ამის გამო, პრეზიდენტმა სიტყვით გამოვლა დაგვიანებით დაიწყო. თუმცა, მას დაგვიანებით დაწყებული მიმართვის გაწყვეტაც მოუწია, რადგან სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე აღარ მისი ხმა აღარ ისმოდა.

პარალელურად თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და სპეციალური ტექნიკა. პოლიციელებმა დაიწყეს დემონსტრანტების დაკავება.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...