ნატალი ლუაზო - ქართველი „პრემიერი“ ლეგიტიმურ პრეზიდენტს ემუქრება - არ დავუშვებთ, მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას
ქართველი „პრემიერი“ (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას“, - აცხადებს ფრანგი ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს "მოუწევს თანამდებობის დატოვება ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ - მგონია, მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.