Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგება, სადაც გააფორმებენ იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების არჩევანის ქურდობას


დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგება, სადაც გააფორმებენ იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების არჩევანის ქურდობას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა თავის ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, 
მათი გუნდი "დე-ფაქტო" საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში  მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან საკრებულოს

უკვე ჰყავდა კანონიერად არჩეული თავმჯდომარე, რომელიც გამოხატავდა იქ მცხოვრები ადამიანების ნებას.

"ამ საკრებულოს გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ისტორიის თხრობას თავიდან არ შევუდგები, მხოლოდ მომავალზე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ამ ფორმაციის საკრებულოს, რომელსაც ძალადობით მოპოვებული მყიფე “უმრავლესობა” გააჩნია, დიდი პოლიტიკური ისტორია არ უწერია, არც ამ უკანონო პროცესში მონაწილე პირების პოლიტიკურ კარიერას!
მოქალაქეების არჩევანის ქურდებს პერსონალურად ვპირდები ამას!
Winter is coming! 
საკრებულოს ყველა სხვა სხდომაში, სადაც სენაკელებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები იქნება განხილული, ჩვენი გუნდი აუცილებლად იქნება წარმოდგენილი და
სენაკელებმა მინდა იცოდნენ,
რომ მათი ხმა არსად დაიკარგება და ყველა მათგანის პრობლემა, ხედვა, ინიციატივა აუცილებლად იქნება საკრებულოში გაჟღერებული!
ეს პლატფორმა გეკუთვნით თქვენ!", - წერს ბერდია სიჭინავა. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...