Jump to content
Planeta.Ge

გმირთა მოედანზე ვეტერანთა მარში და მსვლელობა სახელწოდებით - „ანწუხელიძე“ მიმდინარეობს


დედაქალაქში ვეტერანთა მარში და მსვლელობა სახელწოდებით „ანწუხელიძე“ მიმდინარეობს, რომელიც გმირთა მოედნიდან დაიწყო და საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდება.

ორივე მარშის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები.

ასევე, ბანერი წარწერით:”ევროპულ მომავალს ვერ გადათელავთ”. ისმის შეძახილები: “საქართველოს გაუმარჯოს”.

მარშის მსვლელობისაც გაშლილი აქვთ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო.

გმირთა მოედანზე მოძრაობა შეფერხებულია.

ცნობისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...