Jump to content
Planeta.Ge

თურქეთში ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა, დაიღუპა 4 ადამიანი


თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი მუღლას სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს ტერიტორიიდან აფრინდა და მასში ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო მუშაკი იმყოფებოდნენ.

მუგლას რეგიონის გუბერნატორმა, იდრის აკბიიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერტმფრენი ჯერ საავადმყოფოს შენობის მეოთხე სართულს, შემდეგ კი მიწას შეეჯახა. შენობის შიგნით და ადგილზე არავინ დაშავებულა. ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, რომელიც ძლიერი ნისლის დროს მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...