სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი – ჯო უისლონი
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია. სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი ქვეყანაში.
“კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის დროს, ის არის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. მე მას ვეთანხმები – ახლა ერთადერთი გზა საქართველოსთვის არის არჩევნები. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრბას, რომელიც მას წარმოადგენს”, – აცხადებს უილსონი.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა რესპუბლიკელ კონგრესმენს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.
“მადლობა ასეთი ღირებული მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილების მიმართ, რომ აღადგინოს სვლა ევროატლანტიკურ გზაზე ერთადერთი პოლიტიკური და დემოკრატიული გამოსავლით: არჩევნებით”, – დაწერა ზურაბიშვილმა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.