"გახარია საქართველოსთვის" - ანგარიშში გამოთქმული უკიდურესად კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ და კომპლექსურ სურათს და ცალსახად უნდა ითქვას, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შეფასება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის შესახებ:
"26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ეუთო/ოდირის საბოლოო ანაგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის არის აუცილებელი.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების პრინციპს;
- საარჩევნო დარღვევებზე დავის გადაწყვეტის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების არარსებობა.
ანგარიში ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა მონაცემების არასწორად გამოყენების შესახებ ჩვენი პარტიის მიერ გამოთქმულ ეჭვებზე, როდესაც მოვითხოვეთ ბაზების გასაჯაროება, რაზეც ეჭვის საფუძვლიანობის მიუხედავად ცესკომ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა.
ანგარიში პირდაპირ აკავშირებს არჩევნებთან, ქვეყანაში მიმდინარე მასიურ საპროტესტო აქციებს, და ხაზს უსვამს აქციების ძალადობრივად დაშლილისა და მომიტინგეთა დაპატიმრების ფაქტებს. ასევე, ანგარიში საუბრობს აქციების მონაწილეთა და ჟურნალისტების მიმართ სისასტიკ მოპყრობაზე.
ანგარიშში გამოთქმული უკიდურესად კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ და კომპლექსურ სურათს და ცალსახად უნდა ითქვას, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ჩატარდეს ახალი არჩევნები, გაუმჯობესებულ წინასაარჩვენო გარემოში, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში.", - ნათქვამია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.