„ანგარიში არის ძალიან კრიტიკული, ისეთი, როგორიც არ ყოფილა საქართველოსთან მიმართებით არასდროს“ - ქურდოვანიძე
ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს.
„ფორმულას“ ეთერში ანგარიშის ძირითადი დასკვნების შესახებ ისაუბრა საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქაურდოვანიძემ.
„ამ ანგარიშში თითქმის არაფერი არ არის პოზიტიურად შეფასებული და რაც პოზიტიურადაა შეფასებული ის ტექნიკურ დეტალებს ეხება, რომელიც შინაარს ვერ ცვლის“,- ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება ანგარიშთან დაკავშირებით, რომ თითქოს ანგარიშის სულისკვეთება მიანიშნებს, რომ „არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა“ სიმართლეს არ შეესაბამება.
„მთლიანად ამ დოკუმენტის შინაარსი განსხვავებულია იმისგან, რაც კობახიძემ წარმოუდგინა საზოგადოებას, რომ თითქოს ანგარიშის მთლიანი სულისკვეთება მიანიშნებს, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. ეს არ წერია ანგარიშში და ის თვითონვე ამბობს რომ ასე იკითხება, ეს არის მისი ინტერპრეტაციის მცდელობა, საზოგადოებას დააჯეროს რომ თითქოს ეს წერია ანგარიშში, ანგარიშში არ წერია არაფერი მსგავსი.
ანგარიში არის ძალიან კრიტიკული, ისეთი, როგორიც არ ყოფილა საქართველოსთან მიმართებით არასდროს , მათ შორის ეს ეხება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს , განსაკუთრებით არჩევნების დღეს , მათ შორის ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებს, მათ შორის ხმის ფარულობის დარღვევას და თვითონ ის რეკომენდაციები რომელიც მოცემულია ანგარიშში მიანიშნებს იმას, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა და ახალა იმის თქმა რომ ეს მხოლოდ 24%-ში დაფიქსირდა არის არასწორი ინტერპრეტაცია ამ ანგარიშის, იმიტომ რომ რეკომენდაცია მიემართება იმას რომ ეს საკითხი, ხმის ფარულობის საკითხი უნდა იყოს სისტემურად გადაწყვეტილი და გარანტიები ამისა უნდა შეიქმნას, რომელიც ახლა არ არსებობს.
ეს არის ეუთო/ოდირის დასკვნის ერთ-ერთი ეპიზოდი , გარდა ამისა დარღვევები ძალიან მრავალფეროვანია, მათ შორის საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხები ისე არის გაკრიტიკებული, როგორც ეს არასდროს არ ყოფილა, მსგავს ანგარიშებში საქართველოსვე მიმართებით , მათ შორის ის პროცედურები, როგორც ეს მიმდინარეობდა 24-საათიანი პროცესი რომელიც ჩატარდა სააპელაციო სასამართლოში და მთლიანად ეს ანგარიში ასახავს იმ რეალობას რომელიც არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ასევე არჩევნების შემდგომ საქართველოში იყო.
ეს ადასტურებს იმ დარღვევებს, რომლებზეც სადამკვირვებლო მისიები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით. ეს ადასტურებს იმას, რომ არჩევნები ვერ გამოხატავდა ამომრჩევლის ნებას იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა როგორც ზეწოლას , ადგილი ჰქონდა ხმის ფარულობის დარღვევას , სხვა ტიპის დარღვევებს, როგორც არჩევნების დღეს ისე მანამდეც. შესაბამისად ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ უთქვამს ეუთო/ოდირს ის, რასაც ამბობს დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე, რომ არ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში და ის ასახავს ამომრჩევლის ნებას ასეთი რამ ამ ანგარიშში არ წერია“,- ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.