ლატვიამ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქეს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი დროით აეკრძალათ.
გადაწყვეტილება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ დღეს მიიღო. საქართველოს 13 მოქალაქის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ბალტიის ქვეყნების მიერ პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილისა და მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელებაა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.