ვუსამძიმრებ "ოცნებას"... ოდირმა ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა - ნათია მეზვრიშვილი
ვუსამძიმრებ "ოცნებას" - ასე ეხმაურება "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ეუთო/ოდირის უმწვავეს დასკვნას.
მისი თქმით, ოდირმა ამ დასკვნით საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა.
მე მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს და მივუსამძიმრო "ოცნებას", იმიტომ, რომ ოდირზე რომ ამყარებდნენ მთელს იმედებს, ოდირმაც კი ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა. პირდაპირ ამბობს ოდირი, რომ ეს არჩევნები არც სამართლიანი ყოფილა და არც თავისუფალი. ეს არის ყველაზე მძიმე დასკვნა, რაც კი ოდირს საქართველოსთან დაკავშირებით გაუკეთებია". ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც დასჯსი შიშის ფაქტორზე საუბრობს. კერძოდ პირდაპირ აცხადებს, რომ ამომრჩეველს არ შეეძლო დასჯის შიშის გარეშე არჩევანის გაკეთება. ოდირი ამბობს, რომ მიმდინარეობდა მუქარა-ზეწოლა, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებზე. ოდირი პირველად უწოდებს მოსყიდვას მოსყიდვას. ოდირი პირველად უწოდებს საარჩევნო დარღვევებ ფაქტებს. როგროც ოდირთან დაკავშირებით ჩამოენგრა "ოცნებას" ეს პროპაგანდა, ისე ჩამოენგრევა ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებითაც", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.
მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.