კაია კალასი - ვიღებთ ზომებს, ანგარიშვალდებული გავხადოთ საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივი რეპრესიების გამო - ასევე, მაგიდაზეა საქართველოს მიმართ სანქციები და გავაგრძელებთ დამატებითი ზომების განხილვას
დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა ანგარიშვალდებული გავხადოთ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს.
„ეს მკაფიო მესიჯს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისინი ვერ დათრგუნავენ ოპოზიციის ხმებს და ვერ შეზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას შედეგების გარეშე. ჩვენ უკვე შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და გადავამისამართეთ დაფინანსება ხელისუფლებიდან ქართველი ხალხისკენ, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას ევროკავშირის გზაზე. ასევე მაგიდაზეა საქართველოს მიმართ სანქციები და გავაგრძელებთ დამატებითი ზომების განხილვას“, - აღნიშნა კალასმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.