Jump to content
Planeta.Ge

აშშ-მა შს მინისტრი გომელაური და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაასანქცირა


აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის უფროსის, „ხარებას” მოადგილე მირზა კეზევაძე დაასანქცირა.

ამ სანქციებით მათი ქონება და აქტივები, რომლებიც აშშ-ში ან აშშ-ის მოქალაქეთა კონტროლშია, გაიყინება და უნდა აღირიცხოს OFAC-ის მიერ – არდა ამისა, სანქციები ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომლებიც მინიმუმ 50%-ით ან მეტი პროცენტი ეკუთვნის დასანქცირებულ პირებს. ამასთან, აშშ-ის მოქალაქეებისთვის აკრძალულია რაიმე ტრანზაქციის განხორციელება აღნიშნული პირების ქონებასთან ან აქტივებთან დაკავშირებით.

„საქართველოში არჩევნების შემდეგ შსს-ს  მაღალჩინოსნები სასტიკად გაუსწორდნენ საკუთარ მოქალაქეებს, განზრახ ამოიღეს მიზანში ჟურნალისტები და იძალადეს,“ განაცხადა ხაზინის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის დროებითმა მდივანმა ბრედლი ტ. სმიტმა. „აშშ რჩება მტკიცედ ვალდებულად, რომ პასუხი აგებინოს იმ პირებს, რომლებიც ზღუდავენ საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და ანგრევენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს – როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში.“

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...